საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენენ. ბურჭულაძე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას შეაფასებს, რის შემდეგაც დებატები გაიმართება. უკვე ცნობილია რომ ოპოზიცია დღევანდელ მოსმენაზე ყურადღებას რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე და ამ პროცესში საქართველოს როლზე გაამახვილებს. მმართველ პარტიას აქვს მოლოდინი რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცეს