ირაკლი კობახიძე - რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს

2022-06-09 16:24:09+04:00

ეს აჟიოტაჟი ბაკურიანის შეკრებას საეჭვოდ დაემთხვა, სადაც რევოლუციების ექსპერტი პიტერ აკერმანი „ნაცმოძრაობას“, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და NGO-ებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა - არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გათვლით, საქართველომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, რასაც საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრების ახალგაზრდების მღელვარება და „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება უნდა მოჰყვეს.