ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 81-ხმით მიიღეს. ზაალ უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ ოფიციალურად 29 მაისს განაცხადა. მან პარტიასთან ერთად, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი განმარტებით, საქმიანობას მედიაში განაგრობს.