არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რადგან კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება.