ქვემო ქართლში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ბოლნისში, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა.
თეა ახვლედიანმა ადგილობრივ მერიაში შეკრებილ საზოგადოებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიები უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და მათ შორის მოიცავს სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ისეთ საკითხებს, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენენ.
ვიზიტის ფარგლებში თეა ახვლედიანი ასევე ადგილობრივი სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათი საჭროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.