მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო - Palitra News

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო

2022-06-09 11:06:50+04:00

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. სახელმწიფო ბრალდება ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში სდებს ბრალს. პროცესის გადადების მიზეზად, მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველების განმარტებით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და მას სამართალთან კავშირი არა აქვს.