პარტია "ლელოში" მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის წევრობისთვის პოლიტიკური კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.
როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი არ მოენიჭოს. მიუხედავად ამისა, პარტიის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველი ხალხი და ქვეყანა მმართველი პარტიის ქმედებების გამო არ დაისჯება.