სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მან გუბერნატორსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
აღინიშნა ის პრიორიტეტები, რომელიც 10-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში გაიწერა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე გარდაბნისა და მარნეულის სოფლების მცხოვრებლებს, ქალაქ მარენულში კი „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებსაც შეხვდა.
აქაც საუბარი, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობას, ასევე ახალ ინიციატივებსა და გეგმებს შეეხო, რომლებიც მოქალაქეების შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული.