IAEA - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმალურია - Palitra News

IAEA - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმალურია

2022-06-08 09:31:44+04:00

ატომური ენერგეტიკის საერთაშრისო სააგენტოს ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმალურია. 39 დეტექტორის უმეტესობა, რომელიც მონაცემებს დახურული ზონიდან აგზავნის, ახლა რადიაციული მონიტორინგის საერთაშორისო საინფორმაციო სისტემის რუკაზე ჩანს. ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის დეტექტორებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ პირველად დაიწყეს მონაცემების გადაცემა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს ტერიტორია 24 თებერვალს დაიკავა.