ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორში საცხოვრებელი სახლები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზარალა - Palitra News

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორში საცხოვრებელი სახლები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზარალა

2022-06-08 09:25:59+04:00

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორში საცხოვრებელი სახლები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა. ყველაზე რთული ვითარება ე.წ. ბარაკების დასახლებასა და კომბინატის დასახლების ორ ლოკაციაზე იყო. ადგილზე წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.