პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე იმუშავებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონცეფციაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქართული კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. კომისიის მუშაობას პრემიერი პირადად უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისიის მუშაობაში ასევე ჩართულები არიან საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.