2022 წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 479.7 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 196.2 ლარით მეტია.საქსტატის ცნობით, მათ შორის ქალების ხელფასი სექტორში წლიურად 168.2 ლარით გაიზარდა და 1 186.8 ლარი შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:მსხვილი ბიზნესი – 1 566.5 ლარი;საშუალო ბიზნესი – 1 776.5 ლარი;მცირე ბიზნესი – 1 170.9 ლარი.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის 1-ელ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2 პროცენტით გაიზარდა და 38.6 მილიარდი ლარი შეადგინა.