უკრაინაში ომის 103-ე დღეა. აქტიური საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლის მოსაპოვებლად, მძიმე ბრძოლებით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინელები ახლა სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ. თუმცა ფრონტის ხაზზე მხოლოდ სამხედროები არ იბრძვიან. ომის დაწყებიდან უკრაინაში 32 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაცია კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა გაავრცელა.