ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს - Palitra News

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს

2022-06-06 14:05:24+04:00

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებსა და შოკებზე, რომელმაც საქართველოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, მათ შორის არის პანდემია და პანდემიის შემდეგ პროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის არევა.