აფხაზეთში ელექტროენერგიის დღიური მოხმარება გაიზარდა. „ენგურჰესში“ ამბობენ, რომ მაისის თვის მონაცემებით, აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40% მიეწოდა. აქედან მაინინგზე, ბუნებრივი დატვირთვების ზრდის გამოკლებით, თითქმის, 80 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება.
"ენგურჰესის" 3-თვიანი რეაბილიტაცია გასული წლის 27 აპრილს დასრულდა. უახლესი მონაცემებით წყალსაცავში წყლის დონე 446 მეტრზე მეტს შეადგენს.