საქართველოს ძიუდოისთტა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე რეკორდული, 14 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის მესამე დღეს 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს დაუპირისპირდა და სამი გაფრთხილებით დაამარცხა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე დანიელ ჰერბსტთან დამარცხდა, თუმცა ფინალი მაინც ქართული შედგა. ონისე სანებლიძემ გიორგი ბერიაშვილი ბრწყინვალე გდებით დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მძიმე წონით კატეგორიას, ფინალში გელა ზაალიშვილი გავიდა, რომელიც უზბეკ ალიშე იუსუპოვს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 52 წამით ადრე იპონით მოუგო.
ამრიგად, თბილისის გრანდ სლემი დასრულდა და საქართველოს ნაკრებისთვის შეჯიბრი ძალიან შედეგიანი გამოდგა. ეროვნულმა გუნდა 39 წარმომადგენლით იასპარეზა, 14-მა მათგანმა კი მედალი მოიპოვა - 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში 7 წონით კატეგორიიდან 5-ში ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.