თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით - "ერთად ევროპისკენ" გაიმართა. ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა გზის სავალ ნაწილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გაშალეს. მოგვიანებით კი მათ ევროკავშირის დროშაზე სიმბოლური ხელმოწერა დატოვეს, რომელიც შემდეგ ბრიუსელში გაიგზავნება.
აქციის მიზანია ქვეყანამ ევროოკავშრისკენ სწრაფვა კიდევ ერთხელ საჯაროდ და მკაფიოდ დაადასტუროს.
აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები იყვნენ.