გერმანიის ექსპორტის მოცულობა რუსეთში მიმდინარე წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 10%-ით შემცირდა და 0,8 მლრდ ევრო შეადგინა. მარტში ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტად დაეცა. გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის (Destatis) მონაცემებს „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი 16,4%-ით შემცირდა და 3,7 მლრდ ევრო შეადგინა.
აპრილში გერმანული ექსპორტის მთლიანი მოცულობა, ყოველთვიური გამოთვლით, 4,4%-ით გაიზარდა და 126,4 მლრდ ევრო შეადგინა, ხოლო იმპორტი 3,1%-ით, 122,8 მლრდ ევრომდე გაიზარდა.
წლიური გამოთვლით, გერმანიის მთლიანი ექსპორტი 12.9%-ით, იმპორტი კი 28.1%-ით გაიზარდა.
ამრიგად, გერმანიის საგარეო ვაჭრობის ბალანსის პროფიციტმა აპრილში 3,5 მლრდ ევრო შეადგინა, რაც წინა თვეში 1,9 მლრდ ევროს შეადგენდა. 2021 წლის აპრილში 16,1 მლრდ ევროს პროფიციტი დაფიქსირდა.