ტელეგრამარხში ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმღვანელი სერგეი გაიდაი წერს,რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ.მისი თქმით, რუსები სევეროდონეცკის 70% - ს აკონტროლებდნენ, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინული სამხედრო ძალა კონტრშეტევაზე გადავიდა, აქედან გამომდინარე ახლა ქალაქში შუაზეა გაყოფილი.
"ოკუპანტები მნიშვნელოვან სამხედრო დანაკარგს განიცდიან, ტყვედ აყვანილია 8 რუსი სამხედრო. მტრის მთელი სამხედრო რეზერვი მიმართულია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალის დასაკავებლად. ღამით 30-მდე ჭურვი მოხვდა ჰუმანიტარული შტაბის შენობას ლისიჩანსკში",- წერს გაიდაი