დუბლინში, სადაც ALDE- ს ყრილობა გაიმართა, ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცეს, რომელშიც პირდაპირაა ასახული მოწოდება, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ევროკავშირის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიცის აზრით, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. რეზოლუციის ავტორები სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, გირჩი და ლელო იყვნენ.