ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ. როგორც ყოველთვის, სუსტად არის და ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს? ამიტომ რაღაცა გადაწყვეტილება ალბათ უნდა მიიღონ, შველას ითხოვს ადამიანი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი უცხოური კლინიკებისთვისაც რთულ ამოცანას წარმოადგენს და როგორც ჩანს, განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მას სამკურნალოდ მოათავსებენ.