დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის „გაუმართლებელი და უკანონო" შეჭრა მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ომის მე-100 დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სწორი გათვლები ვერ გააკეთა.