გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა. შეხვედრებზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ მეთხილე ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ახდენს თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მაღალი ხარისხის მოსავალი ქონდეთ.