დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 52 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. დევნილტა სააგენტოში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 52 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ.