საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზანი შესაძლოა, პროცესის გაჭიანურება იყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ნამდვილად ცუდად გრძნობს თავს და „დასაკარგი დრო არ არის“.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში" მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.