ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან. როგორც უწყებაში აცხადებენ ინფორმაცია თითქოს
ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უკვე რამდენიმე თვეა სომხური ტრაილერებით არის გადატვირთული და არსებობს საფრთხე იმისა, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი გამოყენებული იყოს სანქცირებული ტვირთების გადასატანად არ შეესაბამება სიმართლეს, არის ტყუილი და მიზანმიმართული ცილისწამება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვარზე დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ხოლო საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების საბაჟო კონტროლის გაძლიერების მიზნით, საზღვრის გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა და დამატებულია ბარგის დეტალური დათვალიერების რენტგენო-სკანერი.