ICT სექტორის წარმომადგენელმა კომპანიებმა და პროფესიული განათლების მიმწოდებლებმა, განათლების კუთხით სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გამოწვევების იდენტიფიცირების შემდეგ, ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კვალიფიციის ამაღლების ახალი პროგრამა ICT სექტორისთვის.
ღონისძიება PMC კვლევითმა ცენტრმა, პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.