საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბევრი რამ შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, პრეზიდენტს მის ამ განცხადებაში არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ თუ ვინმემ ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ეს სწორედ საქართველოა. ოპოზიციონერები კი გარკვეულწილად იზიარებენ სალომე ზურაბიშვილის ამ მოსაზრებას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგიმისკე მასაც მოუწოდებენ.