ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყის ფონდში 8 მუხლუხიანი ტრაქტორი დალუქეს. გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდში მძიმე ტექნიკით უნებართვოდ გადაადგილების, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გაუვარგისებისა და ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით ოქმებიც შედგა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.