გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების ფართობი მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება.
ამავდროულად, ინფრასტრუქტურის განვითრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდება.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება გძელდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია 150 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა.
დღეს საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, რომელთა საერთო ფართობი 800 000 ჰე-მდეა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს.