ნატოს გენერალური მდივანს სჯერა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. თუმცა, მოლაპარაკებამდე იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა ნატოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
სტოლტენბერგი ომის დაწყების მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ოკუპანტების მიზანი ნაკლები ნატო იყო თუმცა, ახლა ისინი უფრო მეტ ნატოს მიიღებენ ვიდრე აქამდე იყო. სტოლტენბერგმა შეერთებული შტატები უკრაინისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ საკუთარი ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის შეაქო.
ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ შშ-ის მხარდაჭერას უკრაინაში ბრძოლის ველზე ყოველდღე ცვლილებები მოაქვს.