გლობალური უსაფრთხოების მეორე დღე ბრატისლავაში. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პანელური დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
როგორც ცნობილია, მსჯელობის მთავარი თემა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება იქნება. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.