„რუსთავი2“-ის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს განაჩენი დასაბუთებული არ აქვს.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი აღნიშნავს, მათ განაჩენი წერილობით ორი დღის წინ მიიღეს.
ადვოკატის განმარტებით, კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ნიკა გვარამია დამნაშავედ მიჩნეული, განაჩენში მითითებული არ არის.