ოჯახის წევრები და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა. ისინი სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავენ. ამბობენ, რომ ილია ელოშვილი გეგმავდა მომდევნო დღეების გატარებას, იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი. მათივე თქმით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა. ოჯახის წევრები და მეგობრები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ იარაღის გაწმენდის დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა.