ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი , მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერლის , ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მიერ დაწერილი მცირე მოთხრობაა, რომელიც პირველად Collier's Weekly-ში 1922 წლის 27 მაისს ჯეიმს მონტგომერი ფლაგის გარეკანით და ილუსტრაციებით გამოქვეყნდა.
წიგნის სიუჟეტი უცნაურ ბიჭზე ბენჯამინზე მოგვითხრობს , რომელიც 1860 წელს ბალტიმორში 70 წლის მამაკაცის ფიზიკური გარეგნობითა დამეტყველების უნარით იბადება. ბენჯამინი ყველანაირად განსხვავდება მისი ასაკის სხვა ბავშვებისგან , მას არც სათამაშოები თამაში უყვარს თანატოლებთან ერთად და არც სხვა საბავშვო გასართობები, 18 წლის ასაკში უნივესრისტეტში მხოლოდ იმიტომ არ იღებენ , რომ მისი რეალური ასაკის არავის სჯერა. 20 წლის ასაკში კი ოჯახი აღმოაჩენს , რომ ბენჯამინი ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება. 1880 წელს 20 წლის ბენჯამინი მამის დანატოვარ კომპანიაში , ახალგაზრდა ქალბატონს ჰილდეგარდ მონკიფს გაიცნობს და მალევე შეუყვარდება , ურთიერთობა რამდენიმე თვეში ქორწინებით დაგვირგვინდება , მაგრამ ახალგაზრდა ქალბატონმა არაფერი იცის მამაკაცის მთავარი საიდუმლოს , მისი დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავების შესახებ , რაც ასაკის მატებასთან ერთად მათ შორის სხვაობას მკვეთრად თვალსაჩინოს ხდის და მათ ურთიერთობაში დიდ ნაპრალს აჩენს.
ფიცჯერალდი სენტ პოლში, მინესოტაში, საშუალო ფენის ირლანდიურ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. 1898–1901 წლები მან სირაკუსში გაატარა, ხოლო 1903–1908 წლები ბუფალოში, ნიუ იორკში, სადაც იგი ნარდინის აკადემიაში სწავლობდა. როდესაც მისი მამა "პროქტერ ენდ გემბელიდან" გამოაგდეს, ოჯახი მინესოტაში დაბრუნდა, სადაც ფიცჯერალდი სენტ-პოლის აკადემიაში ჩაირიცხა და1908–1911 წლებში სწავლობდა. მწერალმა მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები - დეტექტიური მოთხრობა 12 წლის ასაკში დაწერა , რომელიც სკოლის გაზეთში გამოქვეყნდა.
მწერლის შემოქმედებას ეკუთვნის ცნობილი რომანები და მოთხრობები , მათ შორის „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დიდი გეტსბი“, მისი მე-5, რომანი, „ბოლო ტაიკუნის სიყვარული“, კი მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
არსებობს მოსაზრება ,რომ ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავისა და მისი სხვა რომანების დაწერაში დიდი წვლილი მის მეუღლეს , ჯილდას მიუძღვის , რომელიც თავადაც ერეოდა წერის პროცესში. სწორედ მეუღლის ინიციატივითა და მონდომებით გახდა ფიცჯერალდი მწერალი. წიგნის ეკრანიზაცია ტელეეკრანებზე უცვლელი სახელწოდებით 2008 წელს დევიდ ფინჩერის რეჟისორობით გამოვიდა , რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი და კეიტ ბლანშეტი ასრულებენ. აღსანიშნავია , რომ ფილმის სიუჟეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოთხრობისგან , თუმცა მთვარი ასპექტები შენარჩუნებულია , მათ შორის ბენჯამინის სახელი და გაახალგაზრდავების პროცესი.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2017 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.