ვროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოსა და მოლდოვისთვის - ეს იყო მთავარი განსახილველი საკითხი, ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძესა და მაია სანდუს შორის შეხვედრის დროს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მოლდოვის პრეზიდენტმა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ორი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინის შემდეგ მიმართეს. უკრაინამ განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც 24 თებერვალს რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.