აშშ-ში მოღვაწე ქართველი არტისტი დევიდ დათუნა გარდაიცვალა - Palitra News

აშშ-ში მოღვაწე ქართველი არტისტი დევიდ დათუნა გარდაიცვალა

2022-05-26 09:47:15+04:00

აშშ-ში მცხოვრები ქართველი არტისტი დევიდ დათუნა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადება გახდა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა.

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით 2019 წელს მოხ­ვდა, რო­დე­საც 120 000 დო­ლა­რი­ა­ნი ბა­ნა­ნი შე­ჭა­მა.

მუ­ზე­უმ­ში კე­დელ­ზე ბა­ნა­ნი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი. დე­ვიდ და­თუ­ნამ ის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თვალ­წინ ჩა­მოხ­სნა და მი­ირ­თვა.

„ნიუ-იორკ თა­იმსთან“ სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობდა, რომ ბა­ნა­ნი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი იყო.

„მე შე­მიძ­ლია შევ­ჭა­მო ბა­ნა­ნიც და ბა­ნა­ნის კონ­ცეფ­ცი­აც, ვი­ნა­ი­დან ხე­ლო­ვა­ნი ვარ“, – დას­ძი­ნა მა­შინ დე­ვიდ და­თუ­ნამ.

2013 წელს და­თუ­ნა გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც Google-ის სათ­ვა­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას და­უ­კავ­ში­რა.

მისი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, Google-ის სათ­ვა­ლეს­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს უყუ­რებს, ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხვდე­ბა.

2011 წელს SCOPE-ის ხე­ლოვ­ნე­ბის შო­უ­ზე, მა­ი­ა­მი­ში, და­თუ­ნას ნა­მუ­შე­ვა­რი „სტივ ჯობ­სი / აინ რენ­დი” 210 000 აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და და ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ყი­დულ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა შო­რის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რად იყი­დე­ბა.

დევიდ დათუნა 1999 წლიდან ნიუ იორკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.