კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების საკითხს პროფკავშირები ეხმაურება. მათი შეფასებით, პროცესი უკანონოა და რეორგანიზაცია დამსაქმებლის მხრიდან გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად ტარდება.
ორგანიზაცია, გათავისუფლებულ ანამშრომლებს მათი უფლებების დასაცავად ბრძოლას ჰპირდება.
როგორც ცნობილია თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, რეორგანიზაციის ფარგლებში, თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის შესაბამისად გაიცა.