თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით. თურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით ეს ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, რათა ანკარა აღარ იყოს ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციები თურქეთში დღეს საღამოს ჩავლენ, ხვალ კი მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართება.