აბუ-დაბის ნაციონალურმა სანავთობო კომპანიამ ADNOC საემიროების ტერიტორიაზე ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აბუ-დაბის საემიროში დედაქალაქიდან 200 კმ-ში ბუჰასას საბადოს მიმდებარედ ნავთობის ახალი რეზერვები იქნა აღმოჩენილი, რომლის მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 500 მლნ ბარელია. საუბარია, Murban-ის ტიპის ნავთობზე.
კიდევ ერთი საბადო გახსნეს №3 ბლოკზე ემირატების სანაპირო ზონასთან, სადაც წინასწარი ინფორმაციით, 100 მლნ ბარელის მარაგებზეა საუბარი. ამ ბლოკში გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოების უფლებას ამერიკული კომპანია Occidental ფლობს. მესამე საბადო, სადაც Murban-ის ტიპის 50 მლნ ბარელის მარაგებზეა საუბარი, აღმოჩენილია Al Dhafra-ს კონცესიაზე.
ცნობისთვის, საემიროების გეგმის მიხედვით ქვეყანა ნავთობის მოპოვებას 2030 წლამდე დღე-ღამეში ამჟამინდელი 3,5 მილიონიდან, 5 მილიონ ბარელამდე გაზრდის.