1852 წელს პარიზში წარმოდგენილი იქნა პირველი ბრტყელი სამგზავრო ჩანთა სახელწოდებით "ტრეანორი", რომელიც დღეისთვის ყველასთვის ცნობილი სახელით იწონებს თავს. Louis Vuitton - ბრენდი - რომელიც ერთი ადამიანის მიერ შექმნილი ისტორიის ნაწილია და რომლის შესახებ დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით.
Louis Vuitton - ფრანგი მეწარმე და დიზაინერი დაიბადა 1821 წლის 8 აგვისტოს. საკმაოდ რთული გზა განვლო მანამდე, სანამ მისი სახელი მოდის სამყაროში დამკვიდრდებოდა. 1854 წელს, 33 წლის ასაკში, Vuitton-მა იქორწინა 17 წლის კლემენს-ემილი პარიოტზე. ქორწილიდან მალევე მან დატოვა Marechal-ის მაღაზია და გახსნა საკუთარი სახელოსნო პარიზის ინდუსტრიულ გარეუბანში. ოთხი წლის შემდეგ, თავისი რევოლუციური მართკუთხა დაწყობადი და წყალგაუმტარი ზარდახშები ბაზარზე წარმოადგინა, ეს იყო რევოლუცია ბარგის შენახვისა და ტრანსპორტირების სამყაროში, რომელმაც განსაზღვრა სამოგზაურო სკივრების ფორმა მომდევნო 70 წლის განმავლობაში და იყო პირველი ნაბიჯი დღევანდელი სამგზავრო ჩანთებამდე. იმდენად გაიტაცა ამ საქმემ, რომ მთელი მონდომებით ცდილობდა რაიმე ახლებური და განსაკუთრებული შეეტანა სამგზავრო ჩანთის ფორმასა და შესაძლებლობებში რაც მანამდე არ არსებობდა.
დაუღალავმა შრომამ მის ნაწარმზეც პოვა ასახვა და მალე პარიზელებს საშუალება მიეცათ წყალგაუმტარი, ტევადი და განსხვავებული სამგზავრო ჩანთის შეძენის. შეკვეთებმა იმატა და ბრენდის შესახებ შეიტყვეს საფრანგეთის ფარგლებს გარეთაც. როგორც წესი ასეთ პოპულარობას აუცილებლად თან სდევს ფალსიფიკაციაც, რაც რა თქმა უნდა Vuitton შეეხო.
საკუთარი ორიგინალი ნაწარმის დასაცავად გადაწყვიტა შეერჩია განსაკუთრებული მატერია, რომელიც დანარჩენებისგან გამოარჩევდა. თავდაპირველად ეს იყო ღია ყავისფერი ზოლებით გაწყობილი, შემდეგ ჭადრაკული ორფერი რომბებით მორთული ჩანთები, რომელთაც დღესაც შეხვდებით ბრენდის ნაწარმში და ყოველთვის იყო ასოცირებული ლუი ის კომპანიასთან. პირველივე დღიდან მის მომხმარებლები პარიზის შეძლებული ფენა იყო. მათ შორის გახლდათ იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მეუღლე ევგენია. სწორედ იმპერატრიცა ევგენიას მფარველობის წყალობით მიიპყრო Vuitton-მა მრავალი მდიდარი და კეთილშობილი მომხმარებლის ყურადღება მიიქცია, რამაც მისი მომავალი კარიერის წარმატებაც უზრუნველყო.
1867 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ლუიმ მედალი დაიმსახურა საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის, რადგან აახლა უკვე მოსახლეობის დიდი ნაწილი მისი სამგზავრო ჩანთებით გადაადგილდებოდა.