ომის 89-ე დღე - როგორია ვითარება უკრაინაში - Palitra News

ომის 89-ე დღე - როგორია ვითარება უკრაინაში

2022-05-23 09:16:47+04:00

რუსული ჩექმის კვალი და ნადირობა მშვიდობიან მოქალაქეებზე. უკრაინაში ომის 89-ე დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელწერა ტრადიციულია. მარიუპოლში, 313 ადგილობრივი, რუსეთის მიერ კონტროლირებად ე.წ. "ფილტრაციის ბანაკში" წაიყვანეს. აქედან 55 ბავშვია.

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰის რაიონში სამი დასახლება დაბომბეს. ათი ჭურვი ჩამოვარდა სოფელ მარიანსკეში და კიდევ ორი დარტყმა განხორციელდა აპოსტოლოვეს თემზე. შედეგად, ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზიანებულა.

ჟიტომირის ოლქში, ქალაქ მალინზე, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ოლქის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.