ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინმა თქვა, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში ჩართული არ არის - Palitra News

ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინმა თქვა, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში ჩართული არ არის

2022-05-19 18:13:49+04:00

პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას ე.წ.ლ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოეხმაურა,. ამასთან, როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა და მისთვის უცნობია, მის გარდა რომელ ქართველ კოლეგას ესაუბრა კარასინი.