ურსულა ფონ დერ ლაიენი - გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც 2019 წლის 1 დეკემბერს ჩაუდგა ევროკომისიას სათავეში, ყოველთვის ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსად ითვლებოდა სამშობლოში, რადგან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი ჯერ ოჯახის, პენსიონერთა და ახალგაზრდების საკითხებს კურირებდა, მერე შრომის და თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ფონ დერ ლაიენი არა მხოლოდ ევროპული ორგანიზაციის მდივნის პოსტზეა პირველი ქალბატონი, არამედ ჟურნალ Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაშიც ლიდერობს.
ურსულა ჰერტრუდა ალბრეჰტი, რომელმაც მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა ფონ დერ ლაიენის გვარი, 1958 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა ბრიუსელში, იქსელის ბელგიურ კომუნაში, რადგან მისი მამა ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი, ქვემო საქსონიის ყოვილი პრემიერ-მინისტრი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ერნესტ ალბრეჰტი სწორედ იმ პერიოდში მსახურობდა ევროკომიასაიში და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გენერალურ დირექტორატს ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელ დიდგვაროვანთა შთამომავლის დიდი ბაბუა - ბარონი ლუდვიგ კნოპი ცნობილი და მეტად წარმატებული მეწარმე იყო, რომელმაც ბამბით ვაჭრობით დააგროვა უზარმაზარი ქონება, ბარონის ტიტული კი, იმპერატორ ალექსანდრ მეორისგან მიიღო, რომელიც 1855-1881 წლებში მართავდა რუსეთს.