ტოკიო – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს რომ გაეცნო. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და 37 მილიონ კაცს იტევს. ტოკიოს სიღრმისეული აღქმა და აღწერა შეუძლებელია. ის განაცვიფრებს სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად. თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენლად რთული ქალაქის დაგეგმარებით, სადაც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევი, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე იკარგები…