ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისოტრიაში ყველაზე დიდი უბედურებას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, კომ ჩენ ინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. პანდემიის 2 წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა.