უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება - Palitra News

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

2022-05-14 13:24:43+04:00

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. დაზვერვის ხელმძღვანელი გენერალი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და უკრაინაში მარცხი პუტინის მმართველობას დაასრულებს. დაზვერვის ხელმძღვანელის მოლოდინები ოპტიმისტურია. გენერალი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სიმსივნე აქვს და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.