პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

2022-05-13 12:46:47+04:00

პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა. დაკავებულებიდან ერთი, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ხოლო 22 წლის მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების. რაც შეეხება მესამე დაკავებულს, მასაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირებას ედავებიან. დანაშაულები 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.