სამხედრო ექსპერტების აზრით, წითელ მოედანზე გამართული 9 მაისის აღლუმი ილუზიის შექმნის მცდელობა იყო - Palitra News

სამხედრო ექსპერტების აზრით, წითელ მოედანზე გამართული 9 მაისის აღლუმი ილუზიის შექმნის მცდელობა იყო

2022-05-10 10:36:27+04:00

მოჩვენებითი და ყალბი კუნთების თამაში - სამხედრო ექსპერტების აზრით, წითელ მოედანზე გამართული 9 მაისის აღლუმი ილუზიის შექმნის მცდელობა იყო, რომ თითქოს პუტინს უკრაინაში ყველაფერი კარგად მისდის. გენერალ, ვახტანგ კაპანაძის თქმით, საეჭვო და არადამაჯერებელია მიზეზი, თითქოს თვითმფრინავების გადაფრენა უამინდობის გამო გადაიდო. კაპანაძე აღნიშნავს რომ პუტინის გამოსვლა გარდა გულწრფელი ემოციებისა, რეალური შინაარისისგანაც დაცლილი იყო.