საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. შალვა პაპუაშვილი 103 წლის მერი მაღრაძესთან სტუმრად იმყოფებოდა.
შალვა პაპუაშვილმა მერი მაღრაძეს მადლობა გადაუხადა თავგანწირვისა და იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად მან და სხვა ვეტერანებმა ფაშიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ შეიტანეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ქართველი ხალხი გმირებს არ დაივიწყებს. შალვა პაპუაშვილმა ვეტერანს საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრებიც გადასცა.